სხვა

12:20 | 11.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის თარიღი დაასახელა

ილია თოფურიას უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 2025 წლის თებერვალში გამართავს.

ამის შესახებ გულშემატკივარს ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელის საშუალებით ამცნო.

„მოგესალმებით, მინდა სადებიუტო ბრძოლაზე სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ. 2025 წლის თებერვალში ვიჩხუბებ, დანარჩენი დეტალები წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.“- წერს ალექსანდრე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა UFC-თან ოფიციალური კონტრაქტი აგვისტოში გააფორმა და მისი სადებიუტო ბრძოლა წლის ბოლომდე იგეგმებოდა. თოფურიას MMA-ში სულ 6 ბრძოლა აქვს გამართული და მისი რეკორდი 5 მოგება და 1 მარცხია.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.154541