ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ” საკუთარ მოედანზე თურქულ "ქარშიაქას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 85:82 იმარჯვა.
გიორგიმ აღნიშნული მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მან პარკეტზე 22 წუთი გაატარა, ამ ხნის განმავლობაში 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
5 ტურის შემდეგ "ტენერიფეს" 5 გამარჯვება აქვს და C ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.