NBA-ს თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „მილუოკი ბაქს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 114:109 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა და ზედიზედ მეორე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ 38 წუთი გაატარა პარკეტზე და მის ანგარიშზე 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემაა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მატჩის MVP- „მილუოკის“ კალათბურთელი იანის ანტეტოკუპო გახდა. ბერძენმა 37 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის გათამაშებაში 17 მოგებითა და 10 მარცხით მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 20 დეკემბერს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.