პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ სხვა კლუბში მუშაობას არ აპირებს. სამაგიეროდ, ესპანელი მზადაა მომავალში სანაკრებო ფეხბურთში იმუშაოს.
„სიტის“ შემდეგ არც ერთ კლუბში არ ვიმუშავებ. არ ვსაუბრობ გრძელვადიან მომავალზე, მაგრამ „სიტის“ დატოვების შემდეგ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში წასვლას და კლუბის ჩაბარებას. შეიძლება ნაკრებში ვიმუშაო, მაგრამ ეს განსხვავებული საქმეა“, - თქვა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ის ინგლისურ კლუბში 2016 წლიდანაა, მანამდე კი, „ბაიერნის“ და „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი იყო.