სხვა

19:55 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: „შესაძლოა, ქვემსუბუქ წონაში მაყურებელმა ჩემი ბოლო ბრძოლა ნახა, მინდა ზედა წონაში ვიჩხუბო“

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანურ რადიო El Partidazo de COPE-თან გულშემატკივრებისთვის საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ელ მატადორის“ განცხადებით, მას ზედა წონაში ასვლა და აპრილში ან მაისში ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა სურს.

„შესაძლოა მაყურებელმა ქვემსუბუქი წონაში ჩემი ბოლო ბრძოლა ნახა, რადგან უკვე 27 წლის ვარ და როგორც ადრე აღვნიშნე კარიერის დასრულებას 30 წლის ასაკში ვაპირებ. ტიტულის დაცვის არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მინდა ზედა წონაში ავიდე და აპრილში ან მასში ჩარლზ ოლივეირასთან ვიჩხუბო, რადგან მახაჩევს ბრძოლა იანვარში აქვს და ამ დროისთვის მზად არ იქნება“, - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ სატიტულო ბრძოლაში მაქს ჰოლოვეი დაანოკაუტა და მისი ქამარი დაიცვა.

0.113744