ლევერკუზენის „ბაიერი“ მადრიდის „რეალის“ თურქი ნახევარმცველით, არდა გიულერით დაინტერესდა, ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.
წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი ფეხბურთელს „ფენერბაჰჩედან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლამდეც ადევნებდა თვალყურს. ამ დროისთვის მადრიდელები არ არიან დაინტერესებული 19 წლის ნახევარმცველის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას წასვლით. თუმცა, თუ ამის შესაძლებლობა მომავალ ზაფხულს გაჩნდება და გიულერს სურს რეგულარულად უმაღლეს დონეზე თამაში, „ბაიერი“ მზად იქნება, წინ გადადგას ნაბიჯი.
მიმდინარე სეზონში გიულერმა კლუბის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ერთი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.