ფეხბურთი

11:12 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მცველმა კუკურელიამ „ტოტენჰემთან“ მოგების შემდეგ ბუცები გადაყარა

„ჩელსის“ მცველმა მარკ კუკურელიამ პრემიერლიგის მე-15 ტურში, „ტოტენჰემთან“ დერბის შემდეგ (4:3) გადაგდებული ბუცების ფოტო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ესპანელს პირველი ტაიმის დასაწყისში ორჯერ დაუსრიალდა ფეხი, ორივეჯერ მისმა გუნდმა ბურთი დაკარგა და გოლები გაუშვა. მოგვიანებით ფეხბურთელმა ბუცები გამოიცვალა და საგოლე პასი შეასრულა.

პრემიერლიგის 15 მატჩში „ჩელსიმ“ 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

„ტოტენჰემი“ ამდენივე მატჩის შემდეგ 20 ქულით მეთერთმეტეზეა.

0.113724