იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იუწყება, რომ „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის.
წყაროს ცნობით, მხარეებმა განაახლეს მუშაობა ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც 2029 წლამდე გაგრძელდება ხელფასების ზრდით და სხვადასხვა ბონუსებით. მხარეებს შორის ყველა ნიუანსის დარეგულირება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
ამჟამად ხვიჩას კონტრაქტი „ნაპოლისთან” 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. კლუბმა ფეხბურთელს ხელფასის გაზრდა 6 მილიონ ევრომდე შესთავაზა და ამ ნიშნულის გადამეტებას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოლი კვარაცხელიას გაყიდის, თუ ის მათ პირობებს არ დათანხმდება.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ კლუბის შემადგენლობაში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტალი Transfermarkt მის ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.