ფეხბურთი

1:30 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "პარი სენ-ჟერმენთანაც შეგვიძლია კარგი შედეგის მიღწევა"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ანჟერთან“ მატჩზე (3:0) ისაუბრა, რომელშიც ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მან კომენტარი გააკეთა პსჟ-სთან მოახლოებულ შეხვედრაზეც.

„3 ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით და ეს ჩვენს სტილში გავაკეთეთ, სამი გოლი გავიტანეთ და არ გავუშვით. ნიჭიერი ფეხბურთელებით სავსე გუნდი გვყავს, ვიცით, როგორ შეგვიძლია თამაში და როცა ეს გამოგვდის, ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს. ეს მომავლისთვის დამაიმედებელია.

პსჟ? ალბათ, ახლა ნაკლებად ძლიერია, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. ეს დინამიკა უნდა გავაგრძელოთ, ჯერ ევროპა ლიგის მატჩის გვაქვს, შემდეგ შეგვეძლება პსჟ-ზე კონცენტრირება. თუ ასე გავაგრძელებთ, შეგვიძლია პარიზშიც კარგ შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაზე ოთხ თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.

„ლიონი“ „პარი სენ-ჟერმენს“ 15 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე ევროპა ლიგაზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ თამაში ელოდება.

0.115727