ფეხბურთი

0:18 | 10.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა შეიძლება ტრავმის გამო უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშოს

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში იუქმოს.

გიორგი „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის 28-ე წუთზე დაშავდა, მას ექიმების დახმარება დასჭირდა და სათადარიგო მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი მზად იყო მის შესაცვლელად. თუმცა, საბოლოოდ, მამარდაშვილმა თამაში გააგრძელა და ბოლომდე იყო მოედანზე.

თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, ის დისკომფორტს გრძნობს, რადგან მარჯვენა ფეხის ბარძაყის სწორი ნაწლავი დაიზიანა და შეშუპება აქვს, რის გამოც ჯერჯერობით, ვერ ვარჯიშობს.

„ვალენსია“ 14 დეკემბერს, „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება და ქართველმა მეკარემ შეიძლება ეს მატჩი გამოტოვოს. ჯერჯერობით, დაზიანების შესახებ სხვა დეტალები უცნობია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:43 | 19.11.2022
luka08 (622)

ბრავო !

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064038
სარეკლამო ადგილი - 99
X x X