ფეხბურთი

23:45 | 9.12.2024 | ნანახია 0 - ჯერ

მანუელ ნოიერი 2025-წლამდე ვერ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნს“ მანუელ ნოიერი გამოაკლდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ დაადასტურა.

ნოიერს ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.

„ის, ალბათ, წელს ვეღარ ითამაშებს, მას იანვარში ველოდებით“, - აღნიშნა ბელგიელმა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ 38 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა. მანუელ ნოიერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:53 | 11.05.2016
kelbo (7279)

ეეე ლა ლიგაში მინდოდა ეს დაბრუნებულიყო...
ნუ რაც არი არი, პრემიერლიგას უფრო დაძაბავს ეს თუ ევერტონში იქნა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071613