იტალიელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს.
მისი აზრით, კვარას რომელუ ლუკაკუსთან ერთად თამაში არ გამოსდის და გუნდს ისეთი შემტევი სჭირდება, ვინც ბელგიელთან უკეთ ითამაშებს.
„ნაპოლიმ“ კვარაცხელია უნდა გაყიდოს და იყიდოს ვინმე, ვისაც ლუკაკუსთან ახლოს თამაში შეუძლია. კვარას 5 მატჩია გოლი არ გაუტანია და მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში“ - თქვა აურიემამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.