იტალიის სერია A-ში ბერგამოს „ატალანტა“ გალიდერდა, რომელმაც „ნაპოლის“ გადაასწრო.
ჯან პიერო გასპერინის გუნდმა მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ბოლო 9 ტურში ზედიზედ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილის სათავეშიც აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ „ატალანტა“ სერია A-ს 15 ტურის შემდეგ ისტორიაში პირველად ლიდერობს, მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ბერგამოელები 2022-2023 წლების სეზონში ხუთი ტურის შემდეგ იყვნენ პირველ პოზიციაზე, მაგრამ მაშინ ლიდერის პოზიცია მალევე დათმეს. ახლა კი, 15 ტურია გასული და ლიდერია.
„ატალანტას“ ბოლო წლებში საოცარი პროგრესი აქვს - სტაბილურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, სამჯერ იტალიის თასის ფინალში გავიდა, თუმცა სამჯერვე დამარცხდა, ხოლო გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო.
პატარა კლუბის მიზანი ახლა უკვე სკუდეტოა...