UFC 310 - ზე მერაბ დვალიშვილი მისი მეგობრის ალჯამეინ სტერლინგის ორთაბრძოლას დაესწრო, სადაც ინგუშ მოვსარ ევლოევთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ როდესაც სტერლინგი დარბაზს ტოვებდა, მერაბ დვალიშვილსა და გულშემატკივარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ამასთან დაკავშირებით, ქართველმა მებრძოლმა მის სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობს უმარ ნურმაგომედოვის მეგობარი და გუნდის წევრი მის პროვოცირებას და შეურაცხყოფას აყენებს.
„უფრო მეტი ტყუილი, უპატივცემულობა და პროვოკაცია უმარის გუნდიდან. სინამდვილეში აი რა მოხდა.“ - წერს მერაბ დვალიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
აღნიშნულ ფაქტი შონ ომალმა შეუმჩნევლად არ დატოვა და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"მერაბს მხოლოდ გულშემატკივრებთან შეუძლია მუშტების ქნევა, ოქტაგონში კი მხოლოდ თეიქდაუნები და ჭიდაობა შეუძლია", - განაცხადა შონ ომალიმ.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვს შორის ორთაბრძოლა 19 იანვარს გაიმართება.