ფეხბურთი

14:10 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: „ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა“

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული სენტ ეტიენის ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ გამოცემა L'Équipe -ს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

„ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი ოცნება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. ბავშობის პირველი ოცნება Top 5 ლიგაში თამაში იყო.სწორედ ამიტომ, როდესაც სენტ ეტიანმა შეთავაზება გამიკეთა, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია და მაშინვე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი სხვა კლუბებიდანაც იყო.“

ზურიკოს ასევე ფრანგმა ჟურნალისტმა მისი საყვარელი პოზიციის შესახებაც ჰკითხა.

„საქართველოს ნაკრებში, 8-იანის, 10-იანის და ხან მარჯვნივ ან მარცხნივ თამაში მიწევს, თუმცა ჩემთვის საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგზე თამაშია. ვფიქრობ, სიმაღლის მიუხედავად მეკარედაც თამაში შემიძლია, რადგან კარგად გამომდის და მინდა ერთ დღეს ამ პოზიციაზეც ვითამაშო (იცინის).“

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ რიგებს ზაფხულში შეუერთდა, მას ლიგა 1 -ის გათამაშებაში 14 შეხვედრაში ითამაშა და მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

0.12702