ბოლო პერიოდში მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის, მომავალთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა და შესაძლოა იტალიელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს დაითხოვენ.
Cadena SER-ის ინფორმაციით ანჩელოტის სავარაუდო შემცვლელებად: ჩაბი ალონსო, რაული, სანტიაგო სოლარი და ზინედინ ზიდანი სახელდებიან, თუმცა ამ უკანასკნელის მესამე გზის დაბრუნება „სამეფო კლუბში“ დიდი ალბათობით გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 24-ე ადგილზეა.