იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ოლიმპია მილანო“ 82:73 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ბოლონიელებმა მეტოქეს სამ პერიოდში აჯობეს და დამსახურებულად მოიგეს.
შენგელიამ 24 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა, რითაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 8 მოგებით და 2 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 დეკემბერს, „ტრიესტეს“ უმასპინძლებს.