ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი ქულები დაკარგა. მიკელ არტეტას გუნდი მე-15 ტურში „ფულჰემს“ ესტუმრა და ფრეს დასჯერდა.
მასპინძლები მე-11 წუთზე რაულ ხიმენესი გოლით დაწინაურდნენ და ტაიმი მოიგეს. „მეთოფეებმა“ მეორე ნახევრის სტარტზევე აღადგინეს წონასწორობა ვილიამ სალიბას გოლით. სტუმრებს დიდი დრო ჰქონდათ გამარჯვების გოლის გასატანად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
„არსენალს“ 15 ტურში 29 ქულა აქვს მოპოვებული და მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ „ლივერპულს“ 6 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.