ტურინის „იუვენტუსს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და კიდევ ერთი წამყვანი ფიგურა გამოაკლდა.
ანდრეა კამბიაზო „ბოლონიასთან“ მატჩის მეშვიდე წუთზე დაშავდა და როგორც გაირკვა კოჭი აქვს დაზიანებული. იტალიელი მცველის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს ორ მატჩს „მანჩესტერ სიტის“ და „ვენეციას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ანდრეა კამბიაზომ „იუვენტუსში“ ჩატარებულ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.