აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ზირამ“ სტუმრად „კაპაზი“ 4:0 გაანადგურა, გიორგი პაპუნაშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 45-ე წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა. პაპუნაშვილმა მეოთხე გოლი მიმდინარე სეზონში.
„ზირა“ 16 ტურის შემდეგ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 დეკემბერს, „თურანს“ უმასპინძლებს.