ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ „მანრესას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 74:89 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბურჯანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ლეიმა კორუნია“ 3 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 დეკემბერს, „ჟირონას“ ესტუმრება.