ტოკიოს გრანდ სლემზე ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი, ესტონელი კრისტოფერ კალიულაიდი და ასევე იაპონელი კომეი კავაბატა დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა კიდევ ერთ იაპონელთან, სანშირო მურაოსთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა.
მაისურაძე ტატამიზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და შეიძლება ითქვას, წარმატებულადაც.
საქართველოს ტოკიოს გრანდ სლემზე სხვა წარმომადგენელი არ ჰყოლია.