ესპანური პრიმერას მე-16 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ჟირონას“ 0:3 მოუგო. გოლები ჯუდ ბელინგემმა, არდა გიულერმა და კილიან მბაპემ გაიტანეს. ბელინგემმა ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ამრიგად, „რეალმა“ 16 მატჩის შემდეგ 36 ქულა მოაგროვა და ლიდერ „ბარსელონას“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, თან ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-16 ტური. 7 დეკემბერი: ლას პალმასი - ვალიადოლიდი 2:1, ბეტისი - ბარსელონა 2:2, ვალენსია - რაიო ვალეკანო 0:1, ჟირონა - რეალი 0:3.