ფეხბურთი

0:24 | 8.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემ იუნაიტედის" ფეხბურთელი ანტონიო მძიმე ავარიაში მოყვა

„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი მაიკლ ანტონიო ავტოკატასტროფაში მოყვა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფეხბურთელი საკუთარ „ფერარის“ მართავდა.

„ვესტ ჰემი“ ადასტურებს, რომ თავდამსხმელი მაიკლ ანტონიო დღეს ავტოსაგზაო ავარიაში მოჰყვა.

კლუბის ყველა თანამშრომელი არის მაიკლთან, მის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებში.

კლუბი თავის დროზე განახლებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

მანამდე, 2019 წელს, ანტონიო უკვე მოყვა ავტოავარიაში შობის დღეს.

0.1146