ინგლისური პრემიერლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღეს 4 მატჩი გაიმართა. გვიან შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მანკუნიანელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს.
54-ე წუთისთვის „მეტყევეები“ 1:3 იგებდნენ და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდათ. სტუმართაგან თავი ნიკოლა მილენოვიჩმა, მორგან გიბს-უაითმა და კრის ვუდმა გამოიჩინეს. მასპინძელთაგან კი რასმუს ჰოილუნდმა და ბრუნო ფერნანდეშმა.
„მანჩესტერმა“ 15 მატჩის შემდეგ 19 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრიში მე-13 ადგილზეა. 25-ქულიანი „ფორესტი“ კი - მეხუთეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-15 ტური. 7 დეკემბერი: ასტონ ვილა - საუთჰემპტონი 1:0, ბრენტფორდი - ნიუკასლი 4:2, კრისტალ პალასი - მანჩესტერ სიტი 2:2, მაჩესტერ იუნაიტედი - ნოტინგემ ფორესტი 2:3, ევერტონი - ლივერპული უამინდობის გამო გადაიდო.