ფეხბურთი

21:39 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ კვლავ ვერ მოიგო

ინგლისური პრემიერლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღეს, 4 მატჩი იმართება. სამი უკვე დასრულდა. კვლავ ვერ მოიგო „მანჩესტერ სიტიმ.“ მეტიც „ქალაქელები“ ორჯერ აგებდნენ სტუმრად „კრისტალ პალასთან,“ თუმცა საბოლოოდ ფრედ - 2:2 ითამაშეს. 85-ე წუთზე პეპ გვარდიოლას გუნდი უმცირესობაში დარჩა, მსაჯმა რობერტ ჯონსმა სტუმარ რიკო ლუისს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. თუმცა, ამას შეხვედრის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ახლა „სიტიმ“ 27 ქულა მოაგროვა, კვლავ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა მერსისაიდური დერბი („ევერტონი“ – „ლივერპული“) უამინდობის გამო გადაიდო. ასე რომ, დადებითი შედეგის შემთხვევაში, „ლივერპული“ შესაძლოა, კიდევ უფრო დაწინაურდეს. 28-28-ქულიანი „ჩელსი“ და „არსენალი“ მე-2-3 ადგილებს იყოფენ.

„ბრენტფორდმა’“ „ნიუკასლს“ 4:2 სძლია, „ასტონ ვილამ“ კი „საუთჰემტონს“ – 1:0.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-15 ტური. 7 დეკემბერი: ასტონ ვილა - საუთჰემპტონი 1:0, ბრენტფორდი - ნიუკასლი 4:2, კრისტალ პალასი - მანჩესტერ სიტი 2:2, მაჩესტერ იუნაიტედი - ნოტინგემ ფორესტი მოგვიანებით გაიმართება, ევერტონი - ლივერპული უამინდობის გამო გადაიდო

0.111814