გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის შაბათის სათამაშო დღეს 6 მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა. ლიდერმა „ბაიერნმა“ შინ „ჰაიდენჰაიმს“ 4:2 მოუგო. მიუნხენელთაგან დუბლი მიითვალა ჯამალ მუსიალამ. თითოც დაიო უპამეკანომ და ლეონ გორეცკამ გაიტანეს. სტუმართაგან თავი მათიას გონსაკმა და შეცვლაზე შესულმა ნიკლას დორშმა გამოიჩინეს.
13 თამაშის შემდეგ, „ბაიერნმა“ 33 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.
„აინტრახტმა“ „აუგსბურგთან“ ფრედ - 2:2 ითამაშა და 27 ქულით ისევ მეორე საფეხურზე დგას. თავის ადგილებზე დარჩნენ მოქმედი ჩემპიონი „ბაერი“ (მესამე) და „ლაიპციგი“ (მეოთხე ადგილი). ლევერკუზენელებმა „ზანქტ პაულის“ სძლიეს (2:1), ლაიპციგელებმა კი სტუმრად „ჰოლშტაინს“ (0:2).
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-13 ტური. 7 დეკემბერი: ლევერკუზენი - ზანქტ პაული 2:1, ბაიერნი - ჰაიდენჰაიმი 4:2, აინტრახტი - აუგსბურგი 2:2, ბოხუმი - ვერდერი 0:1, ჰოლშტაინი - ლაიპციგი 0:2, გლადბახი - დორტმუნდი მოგვიანებით გაიმართება