ფეხბურთი

20:12 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ არ სურს მწვთნელად მუშაობა

„მილანის,“ პსჟ-ს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაამხილა, იზიდავს თუ არა მას მთავარ მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა.

„ჯერ კიდევ არ მინდა მწვრთნელი ვიყო, რადგან ეს ძალიან ბევრ სამუშაოს გულისხმობს. იმდენი სფერო უნდა დაფაროთ, იპოვოთ იდეები და გადაწყვეტილებები, მოემზადოთ თამაშებისთვის და აკონტროლოთ ფეხბურთელები. დღე და ღამე მუშაობ. ერთი წელი, როგორც მწვრთნელი, ჩემთვის ათი წელი იქნება. ასე რომ, ეს არ მიზიდავს“, - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Sports Illustrated.

შეგახსენებთ, რომ 42 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის ზაფხულში გამოაცხადა.

0.1142