ფეხბურთი

16:21 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ მოურინიოს უპასუხა: "ჟოზე კიდევ ერთი ადამიანია, რომელსაც "სიტის" ქვედა ლიგაში ნახვა სურს"

პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს უპასუხა. პორტუგალიელმა თქვა, რომ მან პრემიერლიგა სამჯერ სამართლიანად და სუფთად მოიგო, განსხვავებით პეპის „სიტისგან“, რომელსაც 150 ბრალდება აქვს წაყენებული.

გვარდიოლამ მოურინიოს ამ განცხადებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, მაგრამ ჟოზე კიდევ ერთი ადამიანია, რომელსაც ჩვენი ლიგა 1-ში ან მოყვარულებში ხილვა სურს. ჟოზე იგივეს ვეტყვი, რასაც სხვებს ვეუბნები: ჩვენ უდანაშაულო ვართ, სანამ ბრალეულობა არ დამტკიცდება. ვნახოთ, რა იქნება. თუ მას ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი, თუმცა ეს ხუმრობა იყო, ვფიქრობ, ორივეს შეგვიძლია ერთ მაგიდასთან დასხდომა ტიტულების მიხედვით, როგორც სერ ალექს ფერგიუსონს და არსენ ვენგერს. ფაქტია, რომ მან სამჯერ მოიგო პრემიერლიგა, მე - ექვსჯერ, მაგრამ ჩემი მხრიდან ბოროტი განზრახვა არ ყოფილა. ის უბრალოდ არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ჩვენი დაბალ ლიგაში ნახვა სურს, მაგრამ არა უშავს, როგორც ბევრჯერ ვთქვი, დაველოდოთ განაჩენს“, - თქვა გვარდიოლამ.

0.115397