ფეხბურთი

11:40 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "დავიღალე, ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, "მილანს" პატივს არ სცემენ"

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა „ატალანტასთან“ მატჩში (1:2) მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა, რაც მედიასთან არ დაუმალავს.

როგორც მან თქვა, ყოველ ტურში „მილანის“ წინააღმდეგ მსაჯები შეცდომებს უშვებენ და გუნდის მიმართ პატივისცემის ნაკლებობა იგრძნობა.

„ჩუმად ვიყავი, მსაჯობაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ ყველა საუბრობს ამაზე და მართალიც არიან. დავიღალე ჩუმად ყოფნით. პირველი გოლის მომენტში აშკარა ჯარიმა იყო, საეჭვო არაფერია, თუმცა, თუმცა მთლიანად თამაში საშინლად იმსაჯეს. ვიცი, რომ მსაჯობა რთულია, მაგრამ დავიღალე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვუყურებ. „მილანის“ წინააღმდეგ ყოველთვის ერთი და იგივეა, „მილანისადმი“ პატივისცემა არ არსებობს. არ მეშინია სიმართლის თქმა, ყოველთვის პატივს ვცემდი მსაჯის საქმეს, მაგრამ ყოველ ტურში ერთი და იგივეა, ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ ბევრ შეცდომაა“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 22 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო მომდევნო ტურში „ჯენოას“ უმასპინძლებს.

0.113093