სხვა

10:25 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მეტელკინა-ბერულავას წყვილის ბრინჯაოს მედალი გრან პრიზე

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი გრან პრის ფინალის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გრენობლში მიმდინარე გრან პრის ფინალურ ასპარეზობაზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში, სადაც ისტორიაში პირველად, გრან პრის ფინალის სენიორთა კატეგორიაში მედლების მფლობელი გახდა საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

ეტაპებში მონაწილე სულ 27 სპორტულ წყვილს და ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე მსოფლიოს საუკეთესო ექვს წყვილს შორის თავისუფალ პროგრამაში მეორე, ხოლო ორი პროგრამის ჯამში მესამე ადგილი 205.78 ქულით მოიპოვა ჩვენმა წყვილმა , რაც ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლების ყულაბაში კიდევ ერთი განსხვავებული მონაპოვარია ბრინჯაოს მედლის სახით.

0.117388