ბერგამოს „ატალანტა“ საოცარ ფორმაშია, სერია A-ში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და გალიდერდა, შეიძლება დროებით, მაგრამ მაინც.
ჯან პიერო გასპერინის გუნდმა მე-15 ტურში „მილანიც“ დაამარცხა და დიდებული სვლა განაგრძო. მე-12 წუთზე ანგარიში შარლ დე კეტელარემ გახსნა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. მილანელებმა 10 წუთში ალვარო მორატას გოლით გაათანაბრეს და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.
მეორე ნახევარში ბევრი საინტერესო არაფერი ყოფილა, თუმცა, ბერგამოელებმა 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს, რომელიც ადემოლა ლუკმენის აქტივშია.
„ატალანტას“ 34 ქულა აქვს და პირველ ადგილზე გადავიდა, ორი ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. „მილანი“ 22 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ატალანტა“ – „მილანი“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 დე კეტელარე (12), 1:1 მორატა (22), 2:1 ლუკმენი (87)