კალათბურთი

1:41 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 25 ქულა ევროლიგაში

ევროლიგის მე-14 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 87:94 დამარცხდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, ბოლო წუთამდე არაფერი იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ, სერბებმა გაიმარჯვეს. ამრიგად, „ვირტუსში“ დუშკო ივანოვივიჩის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. სწორად მან ჩაიბარა იტალიური კლუბი.

თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 33 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 17-დან 10 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 2 მოგებით და 12 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 დეკემბერს, „ბასკონიას“ ესტუმრება.

0.117145