სერია A-ს მე-15 ტურში „ინტერმა“ „პარმას“ უმასპინძლა, რომელიც ადვილად, 3:1 დაამარცხა.
„ნერაძური“ პირველი ტაიმის მიწურულს ფედერიკო დიმარკოს ლამაზი გოლით დაწინაურდა, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა ნიკოლო ბარელას და მარკუს ტურამით გოლებით გაზარდა. „პარმამ“ მხოლოდ პრესტიჟის გოლით უპასუხა მეტოქეს, რომელიც მატეო დარმიანის აქტივშია, მან ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
„ინტერი“ 31 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი, „ლაციოს“ ესტუმრება. „პარმა“ 15 ქულით მე-12 ადგილზეა.
„ინტერი“ – „პარმა“ 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 დიმარკო (40), 2:0 ბარელა (56), 3:0 ტურამი (67), 3:1 დარმიანი (81, ა.გ)