ტურინის „იუვენტუსი“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე ფიქრობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
ნიგერიელი ფეხბურთელის გადაბირება ძალიან სურს სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლიც, რომელიც მას ძალიან კარგად იცნობს, რადგან თავის დროზე „ნაპოლიში“ „ლილიდან“ ოსიმენი სწორედ ჯუნტოლიმ შეიძინა.
ტურინელები ოსიმენს დუშან ვლაჰოვიჩის შემცველლად განიხილავენ, რომელსაც 2026 წელს კონტრაქტი ეწურება. სერბს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, 12 მილიონი ევრო, ისინი ვერ თანხმდებიან კონტრაქტის განახლებაზე და „იუვესთვისაც“ მიუღებელია ასეთი ხელფასის გადახდა ფეხბურთელისთვის, რომლის თამაშით უკმაყოფილო არიან. ამიტომაც, ოსიმენს სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ და ვლაჰოვიჩს გაყიდვას უპირებენ.
ნიგერიელ ფეხბურთელსაც სურს, რომ „გალათასარაი“ დატოვოს და „იუვენტუსში“ გააგრძელოს კარიერა, მაგრამ რთული იქნება „ნაპოლისთან“ მოლაპარაკება, რომელიც რამდენად დათანხმდება ფეხბურთელის „იუვეში“ გაშვებას რთული სათქმელია, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს გონსალო იგუაინის მაგალითი მოჰყავთ.
ვიქტორ ოსიმენი ამჟამად „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობს, თუმცა „ნაპოლის“ საკუთრებაა. მას „იუვენტუსის“ გარდა, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.