ფეხბურთი

22:04 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა "ლივერპულის" გულშემატკივრის ცემას აპირებდა (+VIDEO)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ლივერპულის“ გულშემატკივრის ფიზიკურ შეურაცხყოფას აპირებდა, რომელმაც ესპანელის პროვოცირება მოახდინა.

გვარდიოლა სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა, რომელსაც ვიდეო „ლივერპულის“ ფანმა გადაუღო და თან, რბილად რომ ვთქვათ, უთხრა: „მხოლოდ იმიტომ, რომ წააგე“. გვარდიოლა მას მიუბრუნდა და აშკარად ფიზიკურ დაპირისპირებას აპირებდა, თუმცა საქმეში ის ადამიანები ჩაერთნენ, რომლებიც პეპს მიჰყვებოდნენ. ესპანელმა გულშემატკივარს უთხრა: იცი, რას ნიშნავს წაგება?“

საბოლოოდ, სიტუაცია მალევე განიმუხტა.

0.114515