ფეხბურთი

19:09 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: გვარდიოლასგან განსხვავებით პრემიერლიგის ტიტულები სუფთად მოვიგე"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლას უპასუხა.

პეპმა „ლივერპულთან“ მატჩის დროს „ენფილდის“ პუბლიკას ექვსიანის ჟესტი უჩვენა, რითაც მათ მიანიშნა, რომ პრემიერლიგა ექვსჯერ აქვს მოგებული. ეს ჟესტი ჰგავდა ჟოზე მოურინიოს ქცევას, რომელსაც ასევე ჰქონდა იგივე გაკეთებული, თუმცა, მას პრემიერლიგა სამჯერ აქვს მოგებული.

„პეპმა თქვა, რომ მან ექვსჯერ მოიგო პრემიერლიგა, მე კი სამჯერ, მაგრამ მე სამართლიანად და სუფთად მოვიგე. არ მჭირდება გამარჯვება 150 საჩივრით, წაგების შემთხვევაში კი, ჩემს მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ“, - თქვა მოურინიომ.

აქვე გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიომ მინიშნება გააკეთა იმ გამოძიებაზე, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ საქმეზე მიმდინარეობს, რის გამოც კლუბს პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება.

0.116416