პრემიერლიგის ბინადარი „ვესტ ჰემი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას უკრაინელი ფეხბურთელით გეგმავს, საუბარია დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველ, გეორგი სუდაკოვზე.
აღნიშნულ ინფორმაციას TBRFootball-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით უკრაინული კლუბი ფეხბურთელის გაყიდვაზე თანახმაა, თუ „ჩაქუჩები“ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან.
22 წლის გეორგი სუდაკოვი „შახტარის“ აკადემიის აღზრდილია, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.