მადრიდის „რეალს“ ლაზარეთიდან ვინისიუს ჟუნიორი და დავიდ ალაბა დაუბრუნდნენ და გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი იმაზე ადრე დაბრუნდა ვიდრე ამას ელოდებოდნენ. რაც შეეხება დავიდ ალაბას, ის მოედანს 355 დღის შემდეგ უბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ შემდეგ შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავს, სადაც სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდება.