ქართველი ძიუდოისტი, ლუკა მაისურაძე 1 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრუნდება, ქართველი სპორტსმენი ტოკიოს გრანდ სლემზე იასპარეზებს, რომელიც სტარტს 7 დეკემბერს აიღებს.
ტურნირის პირველივე დღეს ლუკა მაისურაძე იასპარეზებს, რომელიც 90 კილოგრამი წონით კატეგორიაში იჭიდავებს. შეხვედრები თბილისის დროით 5:30 წუთზე დაიწყება, თუმცა ქართველი ძიუდოისტი ტურნირზე მე-3 ნომრად არის განთესილი და ტატამიზე ცოტა მოგვიანებით გამოვა.
ლუკა მაისურაძე 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა პარიზის ოლიმპიადა დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო გამოტოვა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს სახელით მხოლოდ ლუკა მაისურაძე იასპარეზებს.