„ალ-იტიჰადის“ მესვეურებს „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევის ,რაფინიას შეძენა სურთ და მის სანაცვლოდ მზად არიან რეკორდული თანხა გადაიხადონ.
აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით თუ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეს ტრანსფერი მართლაც შედგება, რაფინია ყველაძე ძვირად ღირებულ და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ჯერ-ჯერობით ზუსტად რა თანხის გადახდას აპირებს „ალ-იტიჰადი“ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რაფინია „ბარსელონას“ რიგებს 2022 წლიდან იცავს, მან მიმდინარე წელს „ბლაუგრანას“ მაისურით ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ ბიჭებო !
ყოჩაღ