ფეხბურთი

12:49 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ალფონსო დევისთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

მიუხენის „ბაიერნის“ მესვეურებს გუნდის კანადელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და მასთან ახალი კონტრაქტის საკითხზე აქტიურად მუშაობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს, მისივე თქმით მხარეებს შორის პირველი შეხვედრა საკმაოდ პოზიტიური გამოდგა.როგორც ირკვევა მხარეებს მხოლოდ რამდენიმე დეტალი აქვთ მოსაგვარებელი, რომლებსაც მხარეები შობამდე მოაგვარებენ, საუბარია დევისის ხელფასსა და კონტრაქტის ხანგრძლივობაზე.

შეგახსენებთ, რომ ალფონსო დევისი „ბაიერნის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და გერმანულ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

0.131982