„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე მოლაპარაკებები აღარ გაიმართება.
„კვარაცხელიას აგენტთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ამ ეტაპისთვის ყველაფერი ნათელია.სეზონის ბოლომდე ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აღარ გაიმართება, რადგან გვსურს კვარა სრული კონცენტრაციით იყოს მოედანზე.მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და ამ მხრივ სანერვიულო არაფერია.“-განაცხადა მანამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს კატალონიის „ბარსელონა“, მანჩესტერ „იუნაიტედი“ და „პსჟ“ იჩენენ.