ფეხბურთი

10:31 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯონათან ტასა და „ბარსელონას“ შორის შეთანხმება შედგა

„ლევერკუზენის“ 28 წლის ცენტრალური მცველი, ჯონათან ტას მომავალი გადაწყვეტილია და ფეხბურთელი კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

როგორც გამოცემა Sky Germany-ი იუწყება „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასა“ და ფეხბურთელის აგენტს შორის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. რის საფუძველზეც ჯონათან ტა კატალონიურ გრანდს 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფეხბურთელს „ლევერკუზენთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. მისი დამატების სურვილი მადრიდის „რეალს“ და მიუნხენის „ბაიერნსაც“ სურდა, თუმცა ფეხბურთელმა „ბარსელონა“ აირჩია.

0.138789