საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს და ცნობილია ჯგუფი, რომელშიც ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ითამაშებს.
საქართველოს მეტოქეები პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს 19-წლამდე ნაკრებები იქნებიან.
ელიტ-რაუნდი 19-25 მარტს ჩატარდება, ერთ წრედ და ჯგუფის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გავა. ელიტ-რაუნდის ამ ჯგუფის მასპინძელი მოგვიანებით გაირკვევა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ვერ იბრძოლებს, რადგან აქ განსხვავებული ფორმატით ტარდება შესარჩევი ციკლი და მხოლოდ A დივიზიონის ბინადრებს აქვთ შანსი, საქართველო კი, B დივიზიონშია.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ლიეტუვას და ყაზახეთის წინააღმდეგ ითამაშებს, გუნდის გამარჯვებული კი, მომდევნო სეზონისთვის A დივიზიონში გადაინაცვლებს.