ფეხბურთი

21:45 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ევროტურნირებს მიღმა დარჩა: საქართველოს თასი მოიგო "სპაერმა" მოიგო

თბილისის „სპაერი“, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშობს, საქართველოს თასის გამარჯვებულია.

ანზორ კიღურაძის გუნდმა ფინალში „დინამო თბილის“ პენალტების სერიაში აჯობა და ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ფინალი დაძაბული გამოდგა, უპირატესობას „დინამო“ ფლობდა, საწყის წუთებში ორჯერ ბურთი ძელსაც გაარტყეს, მაგრამ ანგარიში 45-ე წუთზე „სპაერმა“ გახსნა. მიხეილ მაქაცარიას უხეში შეცდომა გიორგი ცეცხლაძემ გამოიყენა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმის შუაში, ოთხწუთიან ინტერვალში „დინამომ“ ორჯერ გაიტანა. ჯერ მათე ვაწაძემ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ საბა ხვადაგიანმა დააწინაურა „დინამო“, მაგრამ თბილისელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

საბა გეგიაძემ 88-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და დამატებითი დრო დაინიშნა, ასადაც არაფერი შეცვლილა. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც „სპაერმა“ 5:4 მოიგო.

„სპაერი“ ზაფხულში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

„დინამო თბილისმა“ კი, სეზონი უტიტულოდ დაასრულა და მომდევნო სეზონში ევროთასებზეც ვერ ითამაშებს.

„სპაერი“ – „დინამო თბილისი“ 2:2 პენ: 5:4 (1:0)

გოლები: 1:0 ცეცხლაძე (45), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68), 2:2 გეგიაძე (88)

0.115645