მაიამიში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელიც 2025 წლის ზაფხულში ჩატარდება.
ტურნირში 32 გუნდი ითამაშებს, რომლებიც წილისყრამდე ოთხ კალათაში იყვნენ განაწილებული. სულ 8 ოთხგუნდიანი შედგა და წილისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი
პალმეირასი (ბრაზილია)
პორტუ (პორტუგალია)
ალ აჰლი (საუდის არაბეთი)
ინტერ მაიამი (აშშ)
B ჯგუფი
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ბოტაფოგო (ბრაზილია)
სიეტლ სანდერსი (აშშ)
C ჯგუფი
ბაიერნი (გერმანია)
ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)
ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
ბენფიკა (პორტუგალია)
D ჯგუფი
ფლამენგო (ბრაზილია)
ესპერანსი (ტუნისი)
ჩელსი (ინგლისი)
ლეონი (მექსიკა)
E ჯგუფი
რივერ პლეიტი (არგენტინა)
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)
მონტერეი (მექსიკა)
ინტერი (იტალია)
F ჯგუფი
ფლუმინენსე (ბრაზილია)
დორტმუნდი (გერმანია)
ულსანი (სამხრეთ კორეა)
მამელოდი (სამხრეთ აფრიკა)
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ვიდადი (მაროკო)
ალ-აინი (საამიროები)
იუვენტუსი (იტალია)
H ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი)
პაჩუკა (მექსიკა)
ზალცბურგი (ავსტრია)
ტურნირზე ევროპის 12, აზიის 4, აფრიკის 4, ოკეანიის 1, სამხრეთ ამერიკის 6, კონკაკაფის 4 გუნდი ითამაშებს, ასევე, მასპინძლის სტატუსით „ინტერ მაიამი“ (აშშ).
ტურნირის ფორმატი: 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება.