ფეხბურთი

16:33 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ედოარდო ბოვემ შესაძლოა იტალიაში ვეღარ ითამაშოს

ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველმა ედოარდო ბოვემ შესაძლოა იტალიაში ვეღარ ითამაშოს.

22 წლის ფეხბურთელს „ინტერთან“ მატჩში გულის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მან შეიძლება კარიერა გააგრძელოს, მაგრამ არაა გამორიცხული დეფიბრილატორის ჩადგმა დასჭირდეს.

იტალიაში არსებული რეგულაციებით კი, დეფიბრილატორით თამაში აკრძალულია. სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ კრისტიან ერიკსენს „ინტერიდან“ „მანჩესტერში“ გადასვლა მოუწია.

ედოარდო ბოვე „ფიორენტინაში“ იჯარით თამაშობს, ისე კი, „რომას“ საკუთრებაა.

0.115106