ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (2:0), საკლუბო რეკორდი დააფიქსირა.
Squawka-ს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი გახდა „არსენალის“ პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც პრემიერლიგის ზედიზედ ოთხ მატჩში მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედთან.“
არტეტას ასევე აქვს ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი (70%) „წითელ ეშმაკებთან" პრემიერ ლიგაში, ვიდრე ყველა მწვრთნელს, ვისაც „იუნაიტედის“ წინააღმდეგ ხუთი ან მეტი მატჩი უთამაშიათ. არტეტას შეგირდებს ათ შეხვედრაში შვიდი მოგება აქვთ.
ამჟამად, „არსენალი“ 2024/2025 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამეა 14 მატჩის შემდეგ 28 ქულით. „მანჩესტერ იუნაიტედი“ 19 ქულით მე-11 ადგილზეა.