ლა ლიგის მე-19 ტურის გადმოტანილ მატჩში მადრიდის „რეალი“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა - 1:2. ამრიგად, „ლოს ბლანკოსმა“ მეხუთე მატჩი წააგო 2024/2025 წლების სეზონში.
Opta Sport-ის ცნობით, „სამეფო კლუბმა“ კარლო ანჩელოტის დროს საფეხბურთო წლის პირველ ნახევარში მარცხების რაოდენობით ბოლო ხუთი სეზონის საკლუბო ანტირეკორდი გაიმეორა. წინა ჯერზე 5 მარცხი იმავე პერიოდში 2020/2021 წლების სეზონში გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ლივერპულთან" (0:2), „მილანთან" (1:3), „ბარსელონასთან" (0:4) და „ლილთან" (0:1) დამარცხდა.
„რეალი" 33 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.